NBA-ს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები. 10-1

კიდევ ერთი მილიონერი, რომელიც ამ სეზონს გამოტოვებს. 
10. პოლ ჯორჯი (კლიპერსი) – 33 მილიონი. იდეალური მკვლელი კავაისთან მოხვდა. 
 
9. ბლეიქ გრიფინი (დეტროიტი) – 34.5. ჯერ ქაჩავს. ამ სეზონში კარგი იქნება. 
 
8. კაილ ლოური (ტორონტო) – 35. დაშლილი გუნდის კაპიტანი გემზე რჩება. 
 
7. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 35.6. მეფემ კარგი საჩემპიონო საჩუქარი (ენტონი დევისი) მიიღო. 
 
6. ჯონ უოლი (ვაშინგტონი) – 38.2. ის ვერ თამაშობს. ის ისვენებს. და დიდ კუშს მაინც იღებს. 
 
5. კევინ დიურანტი (ბრუკლინი) – 38.2. კიდევ ერთი მილიონერი, რომელიც ამ სეზონს გამოტოვებს. 
 
4. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) – 38.5. ამ სეზონშიც იხმაურებს. უკვე, რასელ უესთბრუქთან ერთად. 
 
3. კრის პოლი (ოკლაჰომა) – 39.2. ჯერ, აქ არის. ძალიან მალე რეგულარულიც დაიწყება. კრისი  წამოიღებს. 
 
2. რასელ უესთბრუქი (ჰიუსტონი) – 39.2. ამბობს, რომ შეიცვლება. და შეცვლილი, მაინც ჰარდენზე მეტს მიიღებს. 
 
1. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) – 40.2. იდეალური ლიდერი იდეალურად დამტვრეულ გუნდში.