მესი VS გრიზმანი

ესპანურ პრესაში უკვე ხშირად წერენ, რომ ლეო მესისა და ანტუან გრიზმანს შორის მთლად კარგი ურთიერთობა ვერ არის. 

სხვათა შორის, ზაფხულშიც იწერებოდა, რომ მესის ბარსელონაში ნეიმარის გადმოსვლა სურს და გრიზმანის ვარიანტი არ ხიბლავსო.

 

Sport–ის ვარაუდით, არის შანსი, რომ ფრანგი ზაფხულში გაყიდონ, რადგან არგენტინელთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს. მესი კი, ბუნებრივია, ხელშეუხებელია.

 

გრიზმანმა ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა ბარსას მაისურით და 3 გოლი გაიტანა. აშკარად ჩანს, რომ მესი და გრიზმანი მინდორზე ერთმანეთს ვერ ეწყობიან.