კაზემირო - ზიდანის მთავარი დასაყრდენი

რაც პეპისთვის ბუსკეცი იყო, იგივეა ზიდანისთვის კაზემირო

ზინედინ ზიდანისა და კაზემიროს ურთიერთობა მუდამ განსაკუთრებული იყო. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ კასტილიადან იცნობდნენ, სადაც ბრაზილიელმა თავისი შესაძლებლობების დამტკიცება დაიწყო. ზიდანისთვის კაზემირო იგივეა, რაც გუარდიოლასთვის სერხი ბუსკეცი. როცა ფრანგი რეალში 2016 წელს დაინიშნა, მისი პირველი ნაბიჯი ბრაზილიელის მთავარ გუნდში გადაყვანა იყო. ეს არც არასდროს უნანია.

 

მიმდინარე სეზონში კაზემირომ მოედანზე მთელი დროის 96 პროცენტი გაატარა. მისი ფიზიკური გამძლეობის ხარისხი კი მხოლოდ გაოცებას იწვევს - მან რეალში თამაშის განმავლობაში 22, 000 კილომეტრი სირბილით დაფარა.

 

ზიდანს მადრიდში დაბრუნების შემდეგ რთული პერიოდი აქვს. მართალია ლა ლიგას ლიდერობს, მაგრამ ეს მხოლოდ რეალის კარგი თამაშით არ აიხსნება, ვერც ბარსელონაა ჩვეულ ფორმაში და ვერც ატლეტიკო. ამ პერიოდში ბლანკოსის მთავარი დასაყდენი კაზემიროა.

 

მიმდინარე სეზონში კაზემიროზე მეტი მხოლოდ ტონი კროოსმა ითამაშა. ესეც ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ზიდანმა ზაფხულში სასურველი ფეხბურთელების შეძენა ვერ მოახერხა - გუნდში პოლ პოგბა ან კრისტიან ერიკსენი რომ მისულიყვნენ, გერმანელის დრო ნამდვილად შემცირდებოდა.

 

ბრიუგესთან თამაშის დროს, სადაც კროოსსა და მოდრიჩს მოწინააღმდეგის მოედანზე მეტი რამ ევალებათ, გმირი სწორედ კაზემირო გახდა. ბრაზილიელმა გოლი გაიტანა და მადრიდელები სირცხვილისგან იხსნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ რაც სეზონი დაიწყო და თითქმის არ დაუსვენია, სინგაპურში მიემგზავრება, რათა სენეგალთან შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებს დაეხმაროს. რაც უფრო რთულია ტურნირი, კაზემიროც უკეთ გრძნობს თავს. შეგიძლია დაეყრდნო და მშვიდად იყო.