სტადიონზე, ყოფილი ქმრისა და შვილის საგულშემატკივროდ (+ფოტოები)

ოთხშაბათი ღამე რივერ პლეიტისთვის შესანიშნავი გამოდგა. მილიონერებმა, საკუთარ კედლებში, ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში ბოკა ხუნიორსი 2:0 დაამარცხეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, მარსელო გალიარდო, იგივე მუნიეკაა. არგენტინელი სპეციალისტი რივერში 2014 წლიდან მუშაობს, 2016 და 2018 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, ახლა კი ამის გაკეთებას მესამედ, თანაც დაუმარცხებლად აპირებს.

 

ეს წარმატება გალიარდოს ყოფილ მეუღლეს, ჯერალდინ ლა როსასაც ძალიან ახარებს, რომელიც სუპერკლასიკოს პირველ შეხვედრაში მონუმენტალზე იმყოფებოდა. მარსელოს გუნდში ხომ მათი საერთო ვაჟი, ნაუელ გალიარდოც თმაშობს. რივერის სტადიონზე ასევე სტუმრად მათი 4 თვის ჩვილიც იყო. რა თქმა უნდა, ჯერალდინამ სურათი ინსტაგრამზე მაშინვე განათავსა. წყვილი ამჟამად განცალკევებით ცხოვრობს და მათ შერიგებას გარშემო ყველა კეთილისმყოფელი ცდილობს. ისინი ერთად დაახლოებით 30 წელიწადი იმყოფებოდნენ...

 

როდესაც მათი მეოთხე ვაჟი, ბენჟამენ კიანუ (მშობლები კიანუ რივზის დიდი თაყვანისმცემლები არიან) დაიბადა, ჯერალდინამ ინსტაგრამზე დაწერა "შვილებისთვის უკეთესი მამა წარმოუდგენელია. მიყვარხარ"

 

Gallardo with Benjamin, in the photo that Geraldine uploaded to the networks

 

 

დაკავშირებული სურათი