რატომ ჩაიშალა ფეკირის ტრანსფერი ლივერპულში? - გაუხმაურებელი მიზეზი

პრობლემა დამოკიდებულებაში იყო...

როგორც ლიონის პრეზიდენტმა, ჟან-მიშლე აულამ თქვა, ფეკირი ლივერპულში იმიტომ არ გადავიდა, რომ მერსისაიდელებმა მასზე უარი თქვეს. დიდი ხნის განმავლობაში ამ ვერსიის სისწორეში ეჭვი არავის შეუტანია, თუმცა ფეხბურთელის ყოფილი აგენტი, ჟან-პიერ ბერნსი დამატებით დეტალებზე ალაპარაკდა

 

ნაბილის ტრანსფერი ლივერპულისთვის პრიორიტეტული იყო. მერსისაიდელების წარმომადგენლებთან და კლოპთან 4 თვის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო.

 

ფეკირის კონტრაქტზე შევთანხმდით, რომლის მიხედვითაც ის 5 წლის განმავლობაში 45 მილიონ ევროს მიიღებდა.

 

ერთ დღესაც, როდესაც კონტრაქტი ხელის მოსაწერად უკვე მზად იყო, რამბულიეტმა, ნაბილის ძმამ და ადვოკატმა, ყველაფრის თავიდან გადახედვა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ეს საკომისიოს გამო გააკეთა.

 

ფეკირის სამედიცინო შემოწმებას კარგად არ ჩაუვლია, მას ტრავმა დაუდგინდა და როდესაც ასეთ რამეს აკეთებ... რა თქმა უნდა, მისი ყიდვის შანსი ისევ მაღალი იყო, მაგრამ პრობლემა დამოკიდებულებაში აღმოჩნდა.

 

როდესაც ნაბილი სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა სადღაც დაფრინავდა, მას ლივერპულის წარმომადგენლებისთვის გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა. ისინი მიყურებდნენ და სახეზე ეწერათ: „ეს სად ვართ?“. ამ დროს ძალიან შემრცხვა...“, - თქვა ფეკირის ყოფილმა აგენტმა.