კლოპი: ლესტერთან დანაკლისით ვითამაშებთ

მერსისაიდელებს საკადრო პრობლემები აქვთ

პრემიერლიგის მერვე ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართება, სადაც ლივერპული ლესტერს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მერსისაიდელთა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

 

„ლესტერთან დანაკლისით ვითამაშებთ. მატიპი და შაქირი გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება ალისონს, მან  ვარჯიში დაიწყო, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა. აღსანიშნავია, რომ იგი ჯერ კიდევ არაა ოპტიმალურ ფორმაში,“-თქვა გერმანელმა.

 

ლივერპულს ამ დროისთვის 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ლესტერმა კი 14 ქულას მოუყარა თავი და მესამე პოზიციაზეა.