ბენ არფა სერია ა-ს უახლოვდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფრანგი შემტევი იტალიური გუნდის მაისურს მოირგებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჰატემ ბენ არფამ კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს. ბოლო ცნობებით, იგი ფიორენტინას ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდია იმის ალბათობა, რომ იების მაისურა მოირგოს.

 

ბენ არფა ბოლოს რენის ღირსებას იცავდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ლიგა 1-ის წინა გათამაშებაში 32 წლის შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ გამოცდილ ფეხბურთელს ესპანური გუნდებიც იწვევდნენ, თუმცა მიზეზთა გამო ჰატემი ლა ლიგაში არ ითამაშებს.

 

რაც შეეხება ფიორენტინას, ფლორენციელებმა ზაფხულში ფრენკ რიბერი დაიმატეს. იებს ამ მომენტისთვის სერია ა-ში 8 ქულა აქვთ და მეათე ადგილზე არიან.