ლობჯანიძის სოლო–მოგება (+video)

ელგუჯა ლობჯანიძემ ორი გოლი გაიტანა ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩში. ქართველის თარაზმა სტუმრად 3:2 მოუგო ოკჟეპტესს და ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ცხრილის მიხედვით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა იყო და სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა ლამის პირადად მოიგო თამაში.

 

 

თარაზი 2:0–ს აგებდა, პირველი ტაიმის ბოლოს ერთი გოლით უპასუხა, მერე კი ლობჯანიძემ დაიწყო: 66–ე წუთზე გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი დაახლოებით 35 მეტრიდან გაუტანა წინ გამოსულ მეკარეს.

 

 

შეგახსენებთ, ლობჯანიძე გამოძახებულია საქართველოს ნაკრებში: 12 ოქტომბერს ირლანდიასთან და 15–ში გიბრალტართან სათამაშოდ.