ლორისმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

ფრანგი მეკარე საკაცით გაიყვანეს 

პრემიერლიგის მერვე ტურში ტოტენჰემი ბრაიტონს სტუმრობს და 0:2 მარცხდება. ერთერთ ეპიზოდში დეზთა კაპიტანი უგო ლორისი საკმაოდ ცუდად დაეცა, რის შედეგადაც იდაყვი მოიტეხა. მოედანზე უმალ სამედიცინო შტაბის წევრები შევიდნენ და მეკარე საკაცით გაიყვანეს. დიდი ალბათობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ტოტენჰემს რამდენიმე თვით დააკლდება.