ჯოკოვიჩი პირველობას არავის უთმობს

ტურნირებს ნოლე ტრავმირებულიც კი იგებს

ტოკიოს 500-იანი მასტერსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დავიდ გოფინს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბ ჩოგბურთელს ტრავმა აწუხებს, მას ბელგიელთან არ გასჭირვებია და, მარტივად, ორ სეტში (6:3; 6:4) მოუგო.

 

ამ გამარჯვებით სერბმა ამ ტურნირზე მისთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე მოიშორა, ფინალში კი რეიტინგის მე-80 ნომერს, ჯონ მილმანს შეხვდება. ამჟამად, ATP რეიტინგის პირველ ადგილზე მყოფ ჯოკოვიჩსა და მეორე ადგილზე მყოფ რაფა ნადალს შორის, განსხვავება მხოლოდ 640 ქულაა, ამ ტურნირზე გამარჯვება კი ნოლეს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს.

 

ფინალი 6 ოქტომბერს, 10:30-ზე გაიმართება.