ბუფონი: მესი ფედერერს ჰგავს, რონალდუ კი ნადალს

"ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, მესი ფედერერს მაგონებს, რონალდუ კი ნადალს“

იუვენტუსის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავებზე კრიშტიანუ რონალდუზე და ლეო მესიზე ისაუბრა. იტალიელმა აღნიშნული სპორტსმენები როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს შეადარა.

 

„ფედერერი უმაღლესი კლასის მოთამაშეა, ის უნიჭიერესია და უმეტესად ამის ხარჯზე აღწევს წარმატებებს. თავის მხრივ ნადალიც უნდა გამოვყოთ, რომელიც უზომოდ შრომისმოყვარეა. სხვანაირად ამდენ სლემს ვერ მოიგებდა. ამ კომპონენტებიდან გამომდინარე მესი ფედერერს მაგონებს, რონალდუ კი ნადალს,“-თქვა იტალიელმა მეკარემ.