როდესაც ლარი ბერდს ეწყინა

ლარი ბერდი იმ პერიოდში ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ჩარლზ ბარკლის ლარი ბერდის წინააღმდეგ ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. ბერდი გვკლავდა, იხსენებს ბარკლი. ბერდი იყო ცივსისხლიანი, უემოციო მოთამაშე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესოა. და, ეს მას ეხმარებოდა, ამბობს სერ ჩარლზი.

ბარკლიმ გაიხსენა ერთი კონკრეტული ეპიზოდი. წუთშესევენების დროს, ბერდი იყო უკმაყოფილო. ბარკლი დაინტერესდა მიზეზით და ბერდმა უპასუხა - თქვენ არ მცემთ პატივს. თქვენ ჩემს წინააღმდეგ დაცვაში თეთრკანიანი მოთამაშე დააყენეთ.

„კინაღამ ცუდად გავხდი... ბიჭები მეკითხებოდნენ, ჩარლზ, რა გითხრა ლარიმ? ნამდვილად არ მახსოვს, ფილადელფიას რომელი მოთამაშე იჭერდა ბერდს, მაგრამ მისი რეაქცია მართლა მოულოდნელი და მაგარი სასაცილო იყო. ლარის უნდოდა, რომ მის წინააღმდეგ ყოველთვის საუკეთესო დამცველები ყოფილიყვნენ. ეს მას მოტივაციას აძლევდა“, - აღნიშნა ბარკლიმ.

ლარი ბერდი იმ პერიოდში ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ლარი ზედიზედ სამჯერ გახდა რეგულარულის MVP. ლარი ორჯერ გახდა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე. ლარი იყო ფორვარდი, რომელიც თავის გუნდში ლიდერობდა ქულებით, მოხსნებით და შედეგიანი გადაცემებით.

ლარი იყო ყველაფერი.

და, იმ ერთ ეპიზოდში ბერდს ეწყინა, რომ ფილადელფია მას არასაკმარის პატივს სცემდა.

ეს ლარის სამყარო იყო.