გრინი აინთო, დაიშალეთ!

დრეიმონდ გრინი გოლდენ სტეიტისთვის შეუცვლელი მოთამაშეა.

დრეიმონდ გრინი ბევრისთვის საუკეთესო დამცველია. და გრინი რჩება ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად კავაი ლეონარდთან და რუდი გობერთან ერთად.

დრეიმონდ გრინი ბევრისთვის საუკეთესო მაღალი გამთამაშებელია. და გრინი (ლებრონ ჯეიმსთან ერთად) რჩება ლიგის ყველაზე შედეგიან მაღალ ასისტენტად.

დრეიმონდ გრინი ბევრისთვის ყველაზე აუტანელი კალათბურთელია. და დრეიმონდი რჩება (აქ, პარალელის გავლება გამიჭირდა) ლიგის ერთ-ერთ აუტანელ პერსონაჟად.

დრეიმონდ გრინი გოლდენ სტეიტისთვის შეუცვლელი მოთამაშეა.

ის იცავს სტეფ კარის სიმშვიდეს. გრინი ლიგის ისტორიაში ყველაზე მრავალმხრივი პირადი მცველი და ჩეკერია.

ის იცავს გუნდის განწყობას. თუნდაც, მინუს ბევრზე გრინთან ერთად უორიორზი თავს არავის არ დაუხრის. შეიძლება, წააგოს, მაგრამ - ბრძოლაში.

დრეიმონდ გრინის შარშანდელი სტატისტიკა არ არის ისტორიულად გამორჩეული (7.4 ქულა, 7.3 მოხსნა, 6.9 პასი, 1.4 ჩაჭრა, 1.1 დაფარება). გრინი ყველაფერს ასწრებდა. გრინი ყველას აზღვევდა. და, ფლეი ოფში დრეიმონდმა გააკეთა გადატვირთვა და მეორე წრეზე წავიდა.

ამ სეზონში დრეიმონდი ყველაზე ბევრ სამმაგ დუბლს გააკეთებს. რასელ უესთბრუქის სტატისტიკას ჯეიმს ჰარდენი შეჭამს და ლებრონი ბოლომდე არ დაიტვირთება.

ეს გრინის სეზონი იქნება. გრინი აინთო, დაიშალეთ!