იუვენტუსი ზამთარში სამი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

ბიანკონერიში დიდი წმენდა იგეგმება

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის იუვენტუსს ზამთარში დიდი ალბათობით 3 ფეხბურთელი დატოვებს. მატია პერინი, მარიო მანჯუკიჩი და მარკო პიაცა ის მოთამაშეები არიან, რომლებთან შელევასაც სარის გუნდი გეგმავს.

 

ყველაზე აქტუალური მანჯუკიჩის საკითხია, რომელსაც თავადაც სურს იუვეს დატოვება. მოგეხსენებათ ხორვატი ფორვარდი სარიმ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, რამაც მე-17 ნომრის გულისწყრომა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩს ერთ-ერთი ყატარული გუნდი ეპატიჟება.

 

ამ მომენტისთვის იუვენტუსს სერია ა-ში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. გათამაშების ლიდერ ინტერს გუნდი დღეს, 6 ოქტომბერს დაუპირისპირდება.