მოლოდინში – საჩემპიონო მატჩი ბათუმში

დინამო ბათუმი – დინამო თბილისი: საღამოს რვა საათზე ისეთი მატჩია, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს საქართველოს ჩემპიონის ბედს. წარმოგვიდგენია, რა ამბავი იქნება ბათუმში, სადაც ელიგის რიგით შეხვედრასაც ხეებზე ან ღობეებზე ასულები უყურებენ. 

ქათქათა ქალაქში საფეხბურთო ბუმია.  

 

გუნდები ჩემპიონატში 57–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 40 თბილისელებმა მოიგეს, 8 ფრედ დასრულდა, 9–ჯერ კი ბათუმელებმა იმარჯვეს. ბურთები 119:50.

 

ამ 9–დან ბათუმელებმა ორი წლეულს მოიგეს. ურთიერთშეხვედრებში გია გეგუჩაძის გუნდი წინაა და დღეს ფრედ რომ დასრულდეს მატჩი, მერე კი გუნდებმა თანაბარი ქულით დაამთავრონ ჩემპიონატი, სწორედ ბათუმელები გახდებიან ჩემპიონები. ურთიერთშეხვედრებზეა. ხოლო თუ დღეს თბილისელები გაიმარჯვებენ და მერე საბოლოოდ გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, მაშინ თბილისელები იცემპიონებენ. რატომ? იმიტომ, რომ ურთიერთშეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი ექნებათ გატანილი.   

 

საინტერესო ფაქტია, რომ მატჩს რუმინელები იმსაჯებენ. მთავარი არბიტრი მარსელ ბირშანი იქნება. დისკვალიფიკაცია? თბილისელებს ნოდარ ქავთარაძე დააკლდებათ. და კიდევ, წინა შეხვედრა გამოტოვა ტრავმირებულმა ლევან კუტალიამ, რომელსაც ამბავი ვკითხეთ და გვითხრა, რომ ვერც ბათუმელებთან ითამაშებს.

 

ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. განსაკუთრებული მატჩია გია გეგუჩაძისთვისაც – თბილისელთა ყოფილი მწვრთნელისთვის.  

 

ინტრიგას კიდევ ის მატებს, რომ თბილისის დინამო 2016 წლის მერ არ გამხდარა ჩემპიონი, ბათუმელებს კი საერთოდ არ აქვთ ჩემპიონის ტიტული.