ზიდანმა ბრაზილიელი ჩაიფიქრა

სამეფო გუნდი შეტევის გაძლიერებას აპირებს

მადრიდის რეალი კვლავ შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. ბოლო ცნობებით, ბლანკოსი ზამთარში გაბრიელ ჟეზუსის შეძენას შეეცდება. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ზინედინ ზიდანია.

 

სიტის დატოვებაზე წესით თავად ჟეზუსიც უნდა ფიქრობდეს, რადგან წინა სეზონთან შედარებით ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბრაზილიელმა 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირება ზაფხულში მიუნხენის ბაიერნსაც სურდა.

 

რეალს ლა ლიგაში 18 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ორი ტურის შემდეგ ბლანკოსი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.