7:0, 1:6 – დედა, რა იყო ეს?

ეროვნულ ლიგა2–ში ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ორივე 7–გოლიანი გამოდგა. 

 

თელავმა 7:0 მოუგო შევარდენს! კახეთის გუნდი მეოთხე ადგილზე იყო და სამი ქულით ჩამორჩებოდა შევარდენს. მართალია, ზაფხულიდან მოყოლებული თბილისელები ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებდნენ და შემადგენლობაც დაუსუსტდათ, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგება?.. ნამეტანია.

 

თელავიდან კვლავ გამორჩეულად ითამაშეს ირაკლი რუხაძემ და ალექსანდრე კოშკაძემ: რუხაძემ ჰეთ–თრიქი გაიფორმა და საგოლე პასიც გააკეთა. გამოცდილმა კოშკაძემ კი ორი გაიტანა და ორი საგოლე პასიც დაამატა...  

 

ახლა თანაბარი ქულები აქვთ და ცხრილში წინ თელავია, თუმცა ამ გმანადგურებელი ანგარიშის მერე ცხრილზე საუბარი უადგილოა: თელავს ფლეი–ოფში გასვლის მეტი შანსი აქვს.

 

ზუგდიდმა კი ფოთში 6:1 სძლია კოლხეთს. ზუგდიდი სწრაფი ტემპით ამოვიდა ფსკერიდან. დიდი შანსია, მეშვიდე ადგილზე გავიდეს და სულაც ფლეი–აუტს დააღწიოს თავი.

 

მოკლედ, უცნაური ამბები ხდება ელიგა 2–ში.

 

თელავი – შევარდენი 7:0

 

გოლები: 1:0 კოშკაძე (29), 2:0 ჯიშკარიანი (40 ავტ.), 3:0 კოშკაძე (65), 4:0 რუხაძე (69), 5:0 რუხაძე (77), 6:0 მ.ბაშელეიშვილი (86), 7:0 რუხაძე (89)

 

კოლხეთი – ზუგდიდი 1:6

 

გოლები: 0:1 ჯიმშელეიშვილი (3), 0:2 ხუნჯგურუა (6), 0:3 ბურკაძე (29), 0:4 ნ.კირკიტაძე (31 ავტ.), 0;5 ხუნჯგურუა (69), 0:6 ჯიმშელეიშვილი (75), 1:6 ძაძამია (90)

 

კვირასვე, 18:00 საათზე დაიწყება მერანი – ცხინვალი