ჩემპიონმა რუსთავში მოიგო

საბურთალო სამეულს არ თმობს

საქართველოს ჩემპიონატის 36-ე ტურში საბურთალო რუსთავს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო ასევე გაგრძელდა.

 

ანგარიში 26 წუთზე როლოვიჩმა გახსნა. ალთუნაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, საბურთალოს ლეგიონერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. რამდენჯერმე რუსთაველებმაც მწვავედ შეუტიეს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ.

 

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში სტუმრებმა კვლავ გაიტანეს. გიორგი კოხრეიძემ მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, ცენტრისკენ შეიწია და უზუსტესი დარტყმით აიღო მამარდაშვილის კარი.

 

61-ე წუთზე გაბედავას ჯერი დადგა. მე-11 ნომერმა დიასამიძისგან ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ერთი შეხებით მშვენიერი გოლი გაიტანა.

 

84-ე წუთზე საბურთალო 10 კაცით დარჩა. მსაჯმა შეცვლაზე შესული ელვინ ტერა გააძევა. ნიკა ძალამიძე მეკარესთან პირისპირ იყო, როცა მე-20 ნომერმა იგი წესების დარღვევით წააქცია.

 

ამ მოგებით საბურთალომ 57 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, რუსთაველები კი 34 ქულით მერვე პოზიციას იკავებენ.