დევიდ ბლატი ოლიმპიაკოსიდან წავიდა

დევიდი ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორი და ფსიქოლოგია.

ლეგენდარული დევიდ ბლატი ოლიმპიაკოსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. ევროლიგის პირველ მატჩში ბერძნული კლუბი გასვლაზე აგებს ვილერბანთან 63:82. ჯერ უცნობია, ვინ იყო ურთიერთშეთანხმების გაწყვეტის ინიციატორი - ბლატი თუ კლუბის ბოსები.

დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრებში მუშაობის დროს გაიქაჩა. 2007-ში ბლატმა რუსეთს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ამ კოლაბორაციამ რუსეთს 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლებიც მოუტანა, როდესაც მესამე ადგილისთვის ჩეხვაში ბლატის ნაკრებმა ემანუელ ჯინობილის არგენტინა გააჩერა.

 ბლატი თელ-ავივის მაკაბისთან ერთად ევროლიგის ჩემპიონი გახდა და რაღაც პერიოდი NBA-ში, კლივლენდის მთავარ მწვრთნელად იმუშავა. დევიდი ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორი და ფსიქოლოგია.

ბლატის ყველაზე რეალურ შემცვლელად გეორგიოს ბარძოკასი ითვლება.

და, თუ ბარძოკასი ოლიმპიაკოსში დაბრუნდება, ბერძნებისთვის ეს ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნება. ამ სპეციალისტთან ერთად კლუბმა 2012/2013 წლებში მოიგო ევროლიგა. ის ოლიმპიაკოსი საოცარ კალათბურთს ყომარობდა.

საინტერესო ცვლილებები მოდის.