ენტონი დევისი კანიბალი და მონსტრია

შაკის და კობი ბრაიანტის შემდეგ, ლიგაში ამ დონის ტანდემი არ ყოფილა. 

ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ვოგელი ვალჰალაში მოხვდა. გუნდი, სადაც მის განკარგულებაში იქნებიან ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი. ბოლო თაობების საუკეთესო მოთამაშე და ტიმ დანკანის შემდეგ (ამ თაობის) საუკეთესო მაღალი.

პირველ წინასაზეზონო მატჩში ლეიკერსმა დაშალა გოლდენ სტეიტი და დევისი ინსტრუმენტალური, დაუნდობელი იყო. პირველ მეოთხედში ენტონიმ 5 სლემი გააკეთა და თამაში 22 ქულით და 10 მოხსნით დაამთავრა. ლებრონმა ლიმიტირებულ დროში 8 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო.

ფრენკ ვოგელი: „ლებრონი კლასიკაა და ენტონი - მონსტრი. ყველა გუნდს შეექმნება პრობლემა, როდესაც დევისი იზოლაციაში მიიღებს ბურთს. მოუთმენლად ველოდები რეგულარულის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, ამას ლეიკერსის ყველა გულშემატკივარიც ელოდება.“

უნდა ელოდებოდეს. შაკის და კობი ბრაიანტის შემდეგ, ლიგაში ამ დონის ტანდემი არ ყოფილა.

ლეიკერსი ლებრონს გამთამაშებლად ათამაშებს. ლებრონი ენერგიას დაზოგავს და ფლეი ოფში წამოვა კალიფორნიული ლავა.

ლეიკერსი კლდე იქნება.