თორნიკე შენგელია - 11 ქულა, წაგება უნიკახასთან

თორნიკეს დატვირთვა კლუბისთვის კარგი იქნება.

ბასკონია ამ სეზონში შეცვლილი, ოდნავ შესუსტებული გუნდით თამაშობს. შარშან, კლუბი უფრო მოქნილი, საინტერესო იყო.

ბასკონიაში თორნიკე შენგელია სოლირებს. და, ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში საკუთარ ტერიტორიაზე აგებს. უნიკახასთან, რომელსაც ყველგან უნდა უგებდეს.

77:78. დიდ შესვენებაზე ბასკონია საკუთარ დარბაზში 13 ქულას იგებს და მეორე ტაიმში უნიკახამ აკრიფა. და, მასპინძლები იდგნენ, ვერ გარბოდნენ. უნიკახა უფრო კრეატიული და აქტიური იყო. უნიკახამ თრილერი მოიგო.

თოკომ არასრული 24 წუთი მიიღო. 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა, აქტიური დაცვა და ეპიზოდებში, დომინაცია შეტევაში - შენგელია სტაბილური იყო. და, რეგულარულის პროცესში გაიზრდება თორნიკეს დრო, ბურთთან შეხება და სროლების რაოდენობა. თორნიკეს დატვირთვა კლუბისთვის კარგი იქნება.

საინტერესო შედეგი დაჯდა ანდორა-ბარსელონაში, სადაც ფავორიტმა წააგო. 84:86. ბარსელონას აკლია სტაბილურობა და კლუბი აუცილებლად უკეთესი იქნება. ესპანეთშიც და ევროლიგაზეც.

ბარსელონა რეალთან ერთად ყველა ტურნირის ფავორიტად რჩება.

უბრალოდ, ჯერ სეზონის სტარტია.