სკოლა ასაკს უსწრებს

სკოლას გუნდს აკლია შეთამაშება. 

ლუის სკოლა ამ სეზონს იტალიაში, მილანში გაატარებს. კარგი, ალბათ, საუკეთესო ვარიანტი არგენტინელი ვარსკვლავისთვის, რომელმაც ბოლო მსოფლიოზე გენიალურად ითამაშა. სკოლამ და არგენტინამ იქ ფინალამდე იარეს.

ჩავლილი ამბავია, მაგრამ მაინც გავიხსენოთ ლუისის დაბრუნება ევროლიგაზე.

მილანი აგებს გასვლაზე ბაიერნთან 64:78. და ლუისმა დაგლიჯა - 17 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და სკოლამ დაცვაშიც რამდენიმე კარგი ეპიზოდი დასვა.

უბრალოდ, სკოლას გუნდს აკლია შეთამაშება. უბრალოდ, მილანი (ან - არმანი ჯინსი) არ არის მზად ფავორიტებთან რესტლინგისთვის. ბაიერნი ძალიან შორს არის ფავორიტისგან, მაგრამ ტურნირის ლიდერებიც მალე წამოვლენ და მილანს იქ პრობლემები ექნება.

სკოლას გუნდის მთავარი მწვრთნელი (და - პრეზიდენტიც) არის ეტორე მესინა. ლეგენდარული იტალიელი, რომელმაც ცსკა-ს ორჯერ ევროლიგა მოაგებინა და რომელიც სან ანტონიოში გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი იყო. მესინამ ლუისის დაკონტრაქტების შანსი ხელიდან არ გაუშვა და არგენტინელს მაქსიმალურად დატვირთავს.

უბრალოდ, ეტორეც ხვდება, რომ ამ სეზონში, ამ შემადგენლობით მილანის მაქსიმუმი ფლეი ოფი იქნება. ცუდი არ არის. გუნდი აუცილებლად მოუმატებს.