MLS - ქართველებზე და იბრაჰიმოვიჩის გოლზე (+VIDEO)

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსე ამერიკული MLS–ის ფლეი–ოფში ვერ გავიდა. კალიფორნიელებს 34–ე ტურში პორტლენდთან სტუმრად მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ 1:3 წააგეს.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ყაზაიშვილი კი 61–ე წუთზე შეცვალეს.

 

და რადგან MLS–ზე ვწერთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლამაზ გოლსაც შევეხოთ. ლოს ანჯელეს გალაქსის შვედმა ვარსკვლავმა ჰიუსტონ დინამოს კლასი ჩაუქსოვა. ზლატანისგან რა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მაინც...