მეგაბექაური

ბექაური ამ სეზონშიც გამორჩეული იქნება. 

დუდუ დადიანის მემორიალზე ქუთაისი ახალი გუნდით ჩავიდა. შეცვლილი ლეგიონერები, იგივე სამწვრთნელო შემადგენლობა, ნაცნობი ქართველები.

დელტაში ჩემპიონობის შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა სუპერლიგაში ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ბექა ბექაური.

და ოლიმპთან შეხვედრაში, რომელიც ქუთაისმა 108:118 წააგო, ბიჭმა დაგლიჯა.

ბექაურმა 41 ქულა, 21 მოხსნა, 3 დაფარება და 3 შედეგიანი გადაცემა აკრიფა.

12/11 ზუსტი საშუალო, 7/5 ზუსტი სამიანი, 7/4 საჯარიმო - სწრაფ, საინტერესო ოლიმპთან ეს უკვე შედეგია.

ბექაური ამ სეზონშიც გამორჩეული იქნება. ვერ გეტყვით, რისთვის იბრძოლებს ქუთაისი, მაგრამ ბექასთან და ჯეიმს მილიკენთან ერთად ყველა ადგილზე გაქაჩვა მოსულა.

ბექაური დომინირებს.

და ეს ქუთაისისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

ფოტო: www.gbf.ge