კონტე: ლუკაკუმ საკუთარ თავზე მეტი უნდა იმუშაოს

ლუკაკუ კონტეს მადლიერია

6 ოქტომბერს გამართულ პრინციპული შეხვედრაში,  სადაც ანტონიო კონტეს ინტერი, იუვენტუსს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, რომელუ ლუკაკუ ძალიან მონდომებული ჩანდა, მაგრამ  ფორვარდი ბოლომდე მაინც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ბელგიელმა ფიზიკური ორთაბრძოლები ბონუჩის და დე ლიხტის წინააღმდეგ მოიგო და ბევრიც ირბინა. 'დერბი დე ლა იტალიას''- შემდეგ ანტონიო კონტემ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა: 'რომელუ განსხვავებული ფეხბურთელია, მას სხვანაირი ფიზიკა აქვს და განსაკუთრებულ ვარჯიშს მოითხოვს. ბარსელონასთან შეხვედრა, კუნთის მიკრო ტრავმის გამო გამოტოვა და იუვენტუსთან შეხვედრას სანახევრო ფორმაში შეხვდა. მისი მასიური აღნაგობის გამო ყოველთვის საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს და წონას გაუფრთხილდეს. სხვა მხრივ მე მისი მეიმედება, ლუკაკუ ინტერისთვის საჭირო ფეხბურთელია.'' თქვა ანტონიო კონტემ.

 

ინტერის სარეკორდო შენაძენმა თავადაც ისაუბრა მთავარ მწვრთნელზე: 'კონტე ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ის მე მეხმარება, 26 წლის ასაკში, სწორედ ასეთ სპეციალისთან მუშაობა იყო ჩემთვის საჭირო, რომელიც მე ყოველდღიურად მაძლვეს მოტივაციას და ჩემი წარმატების სჯერა, მე ძალიან ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით.'' თქვა ბელგიელმა ფორვარდმა. მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუს ინტერის მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი. ამ მარცხით ინტერი იტალიის სერია ა-ში მეორე ადგილზე დაქვეითდა და იუვენტუსს ერთი ქულით ჩამორჩება.