სულშერმა ფრანგ ფორვარდს დაადგა თვალი

მანკუნიელები ზამთარს ელოდებიან

მანჩესტერ იუნიატედს შემადგენლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. ბოლო ინფორმაციით, წითელი ეშმაკები ზამთარში ლიონიდან მუსა დემბელეს გადაბირებას შეეცდებიან. ამ საკითხზე თავად ფეხბურთელის და ფრანგული გუნდის პოზიცია უცნობია.

 

არახალია, რომ მანჩესტერს ცუდი დრო უდგას. მანკუნიელები პრემიერლიგაში 9 ქულით მე-12 ადგილზე არიან. სულშერის გუნდს წინა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და ამიტომაც სურს თავდამსხმელის დამატება. რაც შეეხება დემბელეს, ფრანგი მშვენიერ ფორმაშია. ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 23 წლის ფეხბურთელმა 8 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

 

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ არც ლიონს უდგას კარგი დრო. ფრანგები ლიგა 1-ში 9 ქულით მათთვის უჩვეულო მე-14 ადგილზე არიან.