UFC- ის საშუალოწონის დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს (+ვიდეო)

ადესანიამ ვიტაკერი დაამარცხა

6 ოქტომბერს, UFC-ის საშუალოწონის კატეგორიაში, ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართა.  28 წლის ავსტრალიელი მებრძოლი რობერტ ვიტაკერი, 30 წლის ახალ ზელანდიელ ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდა და მე-2 რაუნდში დამარცხდა. ორივე მებრძოლი შემტევი სტილით გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო ბრძოლაც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. ჩხუბის შემდეგ, ვიტაკერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: 'ადესანია შესანიშნავი დამრტყმელია, ვულოცავ მას, მაგრამ მე არსად წავსულვარ, რემატჩისთვის ყოველთვის მზად ვარ, დარწმუნებული ვარ დივზიონში ჩემზე მაღალი დონის არავინაა, როდესაც შენ ამ დონეზე გამოდიხარ, ყოველთვის ბეწვის ხიდზე გადიხარ, ბევრი გულშემატკივარი ამას ვერ იაზრებს ეს ტიტანების ბრძოლაა, აქ ყოველთვის გამარჯვებული  ვერ იქნები, დღეს ჩემი ღამე არ იყო, მაგრამ შეიძლება ეს ღამე ხვალ ან უახლოვეს მომავალში დადგეს.''