ვალდესს ბარსელონას დატოვებას უწინასწარმეტყველებენ

ბლაუგრანაში კონფლიქტია

რამდენიმე თვის წინ ვიქტორ ვალდესი ბარსელონას 19 წლამდე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა. მიუხედავად ამისა ესპანელმა შესაძლოა მალე ბლაუგრანა დატოვოს. საქმე იმაშია, რომ ვიქტორს ბარსას ყოფილ ფორვარდთან და ამავდროულად აკედმიის  დირექტორთან პატრიკ კლიუვერტთან კონფლიქტი აქვს.

 

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის თუ როგორ გაგრძელდება ვალდესის კარიერა. უახლოეს დღეებში გარიკვევა დარჩება თუ არა ის გუნდში. გეტყვით იმასაც, რომ ყოფილ მეკარეს ბარსასთან კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.