დავიდ დე ხეა: ამით თავს ვერ გავიმართლებთ

ჩემი მანჩესტერში მოსვლის შემდეგ, გუნდს ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია

მანჩესტერ იუნაიტედის წარუმატებელი სერია გრძელდება. მერვე ტურის მატჩში სულშერის გუნდი ნიუკასლთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დავიდ დე ხეამ ისაუბრა.

 

„ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, დაცვაში კი კარგად ვიდექით. ტრავმირებული საკმაოდ გვყავს, თუმცა ამით თავს ვერ გავიმართლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ცხრილის ზედა ნაწილში დავბრუნდეთ. ჩემი მანჩესტერში მოსვლის შემდეგ, გუნდს ასეთი ცუდი პერიოდი არ ჰქონია,“-თქვა ესპანელმა მეკარემ.

 

ამ მომენტისთვის მანჩესტერს 9 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს წითელი ეშმაკები შინ ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებენ.