მარკუს რაშფორდმა სოციალურ ქსელში ემოციური კომენტარი გააკეთა...

ახალგაზრდა ინგლისელი მანჩესტერის ცუდ სერიას გამოეხმაურა

21 წლის ინგლისელმა ფორვარდმა მარკუს რაშფორმდა, სოციალურ ქსელ 'ტვიტერზე'' კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის მანჩესტერის ირგვლივ შექმნილ არასახარბიელო სიტუაციაზე საუბრობს: 'ფეხბურთს და გულშემატკივრებს ვერ დაემალები, გასული კვირები მძიმედ გასახსენებელია, მე როგორც იუნაიტედის ერთგული გულშემატკივარი ვიაზრებ ამ ტკივილს, თქვენ უკეთესს იმსახურებთ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, სრული შემართებით და სულისკვეთებით, როგორც გუნდმა და როგორც კლუბმა.''

 

შემდეგ შეხვედრას მანჩესტერი, 20 ოქტომბერს პრემიერლიგის ეგიდით, ჯერჯერობით შეუჩერებელი ლივერპულის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე ჩაატარებს.