კანტეს საქმე ასარჩევად აქვს

ზამთარში კანტესთვის გრანდები იბრძოლებენ

მსოფლიო ფეხბურთის გრანდებმა კანტეს მიმართ ინტერესი განაახლეს. იტალიური მედიის ცნობით, ზამთარში ჩელსის საყრდენის გადაბირებას იუვენტუსი და რეალი შეეცდებიან. მეტიც, დაიწერა, რომ ზიდანის გუნდი მზადაა ფრანგში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

 

კანტე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისდამი დიდი ინტერესია. იუვენტუსიც და რეალიც მის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა როგორც ხედავთ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

 

მსოფლიო ჩემპიონი ჩელსიში 2016 წლის ზაფხულში ლესტერიდან გადავიდა და თითქმის სულ ძირითად შემადგენლობაშია. ამ სეზონში მე-7 ნომერმა 6 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.