დინამო - ბათუმი, დღეს, 19:00!

19:00. ახალი სპორტის სასახლე არ აივსება, მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნება.    

დუდუ დადუანის მემორიალის ნახევარფინალში გავიდნენ გუნდები, რომლებმაც შარშანდელი სეზონი არათანაბრად ჩაატარეს.

თბილისის დინამო ბოლო ფლეი ოფში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით შევიდა და იქ ვერ გაქაჩა, თავისი სერია წააგო. დინამოში შეიცვალა ხელმძღვანელობა და ახალი სეზონი გუნდმა ახალგაზრდული შემადგენლობით და ახალი მთავარი მწვრთნელით (მუია ტაჩი) დაიწყო.

ბათუმში არ შეცვლილა მთავარი მწვრთნელი. გუნდში სიტუაციას დღესაც გია კაზანჯიანი ალაგებს. უბრალოდ, ახალი გუნდით. არიან ძველი ბიჭებიც, მაგრამ ძირითადად, ბათუმი ახალი ენერგიით იწყებს სეზონს. პრინციპში, უკვე და საკმაოდ კარგად დაიწყო. წარმატებები ამ გუნდს.

ბათუმმა ჯგუფში ორივე თამაში მოიგო. ვერასთან და ტიტებთან. ორივე ტესტში კაზანჯიანის გუნდი იყო უკეთესი, უფრო ღრმა და მოაზროვნე.

დინამომ ორი თამაშიდან ერთი წამოიღო (კაქტუსთან), წააგო რუსთავთან და ამ ჩახლართულ ამბებში პირველი ადგილი აიღო. პროცესში, კაქტუსმა რუსთავი გააჩერა. დინამო მზად არის.

19:00. ახალი სპორტის სასახლე არ აივსება, მაგრამ საინტერესო ნამდვილად იქნება.                      

დინამო ბათუმზე გავიდა. მოდით, ვიხმაუროთ. მეორე წყვილი: თსუ - კაქტუსი (17:00).