გიორგი ტურძელაძე, დაიმახსოვრეთ

მაგარია, რომ ეს ნიჭიერი ბიჭი სწორ მწვრთნელთან მოხვდა. 

ამ სეზონში გიორგი ტურძელაძე სუპერლიგის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა იქნება.

მოთამაშე, რომელიც ნიჭით ყველა ქართველ მაღალს უჯოკრავს და მოთამაშე, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო არ აეწყო. ალბათ, ეს მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ეძებოს, მაგრამ ნიჭით, გიორგი წინ არის. ბევრზე წინ.

გუნდი - თსუ, სადაც დელტადან ჩემპიონი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი გადავიდა. კარგი მოტივაცია ყველასთვის. და, ალბათ, ლექსოსთვისაც.

ტურძელაძე რეალურად, მეოთხე ნომერია, მაგრამ საქართველოში ცენტრზე დგება და საქმეს აკეთებს. სტაბილური სროლა, კარგი პასი, არაჩვეულებრივი მოძრაობა. ეს გიორგის არსენალში დიდი დოზით არის.

დუდუ დადიანის მემორიალზე გიორგიმ ორ თამაშში საშუალოდ 24 ქულა და 8.5 მოხსნა აკრიფა, იყო კარგი, სანდო და აგრესიული.

დღეს, ტურძელაძე კაქტუსს შეასკდება. საინტერესო ბრძოლა იქნება.

და მაგარია, რომ ეს ნიჭიერი ბიჭი სწორ მწვრთნელთან მოხვდა.

ველოდებით.