კაილ ლაურის 31 მილიონი დოლარი

ლაური 2006 წლის დრაფტზე 24-ე ნომრად აირჩია მემფისმა. 

NBA-ს ჩემპიონი ტორონტო სეზონს კავაი ლეონარდის გარეშე დაიწყებს. რეპტორზმა დაკარგა ჯოკერი, მაგრამ გუნდი აუცილებლად გავა ფლეი ოფში და ფრენჩაიზს ტიტულის დაცვის დიდი სურვილი აქვს. უბრალოდ, ლეონარდის გარეშე ეს ძალიან რთული იქნება.

ტორონტომ აქცენტი პასკალ სიაკამზე გააკეთა. ახალგაზრდა ფორვარდი გუნდის სახე და გენერაციული მოთამაშე გახდება. ტორონტომ იცის, რომ ეს სვლა გაამართლებს. თუ სიაკამი ტრავმის გარეშე ითამაშებს. პასკალი ძალიან კარგი მოთამაშეა.

და, ტორონტომ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი ერთი წლით გაიხანგრძლივა. კაპიტანი და გუნდის ისტორიაში ყველაზე შეუცვლელი წევრი, კაილ ლაური კლუბში 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე იქნება.

მიმდინარე კონტრაქტით ლაურის ამ სეზონში 33.3 მილიონი დოლარი ეკუთვნის. ახალი პირობებით, კაპიტანი შემდეგ სეზონში 31 მილიონს მიიღებს და რეპტორზის ფან-ბაზა მშვიდად იქნება.

ლაური 2006 წლის დრაფტზე 24-ე ნომრად აირჩია მემფისმა. 2009 წლამდე ბიჭი იქ დარბოდა და გადავიდა ჰიუსტონში. 2012 წლის ზაფხულში ლაური ტორონტოს წევრი გახდა.

კაილ ლაური კარიერით - 856 მატჩი (620 სასტარტოში), 14.4 ქულა, 6.1 პასი, 4.3 მოხსნა, 1.4 ჩაჭრა.

ტორონტომ კარგი სვლა გააკეთა.