ბარკლი ჯორდანზე და უესთბრუქზე

რასი და ჯეიმსი ერთად ნაპალმი იქნება.

ჩარლზ ბარკლიმ მაიკლ ჯორდანზე და რასელ უესთბრუქზე წაიჭორავა.

ლეგენდარული ფორვარდის აზრით, ის, რასაც აკეთებს რასი, კალათბურთის ისტორიაში არავის არ გაუკეთებია.

ჩარლზ ბარკლი: „და, მე არ ვგულისხმობ სამმაგი დუბლების კოლექციას. ეს, თავისთავად, ძალიან მაგარია, მაგრამ მოდით, სხვა თემაზე გადავიდეთ. რას უესთბრუქს ყველა თამაშის მოგება სურს! ყველა თამაშის! უბრალოდ, ის უბედურია, როდესაც ვერ იგებს და ვიცი, რომ პირად სტატისტიკას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ლტოლვით და მონდომებით მაიკლ ჯორდანიც კი არ თამაშობდა. და ჩვენ, აქ, ვსაუბრობთ ყველა დროის უდიდეს კალათბურთელზე! მაიკლი იგებდა, მაგრამ რასს მოგება მაიკლზე მაგრად უნდა. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება მისი ტრანსფერი ჰიუსტონში, მაგრამ ვიცი, რომ ჰიუსტონმა მიიღო მეომარი.“

უესთბრუქი და ჯეიმს ჰარდენი ახალი სეზონისთვის ემზადებიან. როკეტსმა კიდევ ერთი ყველაფერი ან არაფერი-სვლა გადადგა და დაელოდება შედეგს.

რასი და ჯეიმსი ერთად ნაპალმი იქნება.

გააჩნია, სად აფეთქდება.