ენდი მარი Australian Open-ზე ითამაშებს

მარი სრულყოფილ დაბრუნებას შემდეგ სეზონში გეგმავს.

2 ოპერაცია, მძიმე პერიოდი ჩოგბურთის გარეშე და დაბრუნება პრო-ტურზე - ეს არის ენდი მარის ისტორია, რომელიც კიდევ ერთი ეფექტური დაბრუნებით უნდა დამთავრდეს. ბრიტანელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს!

რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი სათამაშო პრაქტიკას იღებს. 32 წლის მარი, რომელსაც ავსტრალიის ღია გარჩევებში ხუთ ფინალში აქვს მიღებული მონაწილეობა, მელბურნში პოპულარული პერსონაა.

შარშან, მარიმ ტურნირის პირველივე წრეში წააგო.

ენდი ქვინზში დაბრუნდა და ფელიციანო ლოპესთან ერთად წყვილების ტურნირი მოიგო.

ავსტრალიაში მარის განთესვაში მეორე ნომერს მისცემენ. ენდი ამ ეტაპზე რეიტინგის 289-ე ნომერია.

მარი სრულყოფილ დაბრუნებას შემდეგ სეზონში გეგმავს.

ენდის გარეშე ტური ფერებს კარგავს.

ველოდებით.