რეალმა ახალი კონტრაქტი გაამზადა

ზიდანი მის ერთერთ საყვარელ ფეხბურთელს ვერ ელევა

რეალი კარიმ ბენზემასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მიმდინარე ხელშეკრულება ფრანგს 2021 წლის ივნისში ეწურება, იმ შემთხვევაში თუ იგი ბლანკოსის წინადადებას დათანხმდება, სამეფო გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცნობილია ისიც, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ბენზემას ხელფასი წელიწადში 11 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

 

ბენზემა რეალში 2009 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. იგი ბევრჯერ საჯარო კრიტიკის ობიექტი ყოფილა, თუმცა მუდმივად სამეფო გუნდის ძირითადის ფეხბურთელად ითვლება. კარიმმა რეალთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-9 ნომერმა 7 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.