მილანი და სპალეტი ვერ შეთანხმდნენ

როსონერი კვლავ მწვრთნელის ძიებაშია

თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ მილანი ლუჩიანო სპალეტის უნდა ჩაებარებინა. იტალიური მედია იუწყებოდა, რომ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული იყო და ყველაფერი მალე გაოფიციალურდებოდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. საქმე იმაშია, რომ მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

 

მოგეხსენებათ სპალეტი რამდენიმე თვის წინ ინტერიდან გაანთავისუფლეს, გამოცდილი მწვრთნელი კი ნერაძურისგან 5 მილიონი ევროს კონპენსაციას ითხოვს. კონტრაქტის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ სპალეტი 2021 წლამდე  რომელიმე გუნდს ჩაიბარებს, იგი აღნიშნულ თანხას ვერ მიიღებს და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ თქვა მილანში მუშაობაზე უარი.

 

მილანს სერია ა-ში 9 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. ბოლო ინფორმაციით, როსონერის მესვეურთა ახალი სამიზნე სტეფანო პიოლია.