სილვინიო გაუშვეს: დერბიში წაგება ნამეტანია (+VIDEO)

ბრაზილიელი სილვინიო ლიონის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. მიზეზი საფრანგეთის ჩემპიონატში საშინელი შედეგებია. ლიონი 9 ტურის შემდეგ მე–14 ადგილზეა, არადა, ჩემპიონთა ლიგაში თითქოს კარგად თამაშობს: ორ ტურში 4 ქულა აიღო.

 

ლიონის ცნობილმა პრეზიდენტმა ჟან–მიშლ ოლამ გასულ ტურში სენ–ეტიენთან მარცხი ვერ აიტანა. ლიონი–სენტ ეტიენი დერბია და ფანები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან.

 

ნახეთ ვიდეო, როგორი შეხვედრა აქვთ სილვინიოსა და ქომაგებს სენტ ეტიენთან შეხვედრამდე. რა იცოდა ბრაზილიელმა, რომ ეს ბოლო მატჩი იქნებოდა ლიონის მწვრთნელის რანგში... შეგახსენებთ, სილვინიო ამ ზაფხულს დაინიშნა ლიონის თავკაცად, მანამდე კი ტიტეს თანაშემწე გახლდათ ბრაზილიის ნაკრებში.

 

ვინ შეცვლის სილვინიოს? სავარაუდოდ, ლორან ბლანი, ან კლაუდიო რანიერი.