სულშერს დროს და ფულს მისცემენ

გუნდის მესვეურები ნორვეგიელ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებენ

მანჩესტერის საქმე კვლავ ცუდადაა. გუნდმა პრემიერლიგის ბოლო ტურში ნიუკასლთან წააგო და ცხრილში კიდევ უფრო ჩამოქვეითდა. გარდა ამისა მანკუნიელთა თამაშის ხარისხი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

 

მანჩესტერელთა პრობლემების მიუხედავად, წითელი ეშმაკების მესვეურები ოლე გუნარ სულშერის განთავისუფლებას არ აპირებენ. პირიქით, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ზამთარში მას ფეხბურთელების შესაძენად სოლიდურ თანხას გამოუყოფენ და დროს მისცემენ იმისთვის, რომ გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში დააბრუნოს. აქვე გეტყვით, რომ მანჩესტერს კალიდო კულიბალის, პაულო დიბალას და კრისტიან ერიკსენის შეძენა სურს.

 

ამ მომენტისთვის ბრიტანულ გრანდს პრემიერლიგაში 9 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სულშერის შეგირდები 20 ოქტომბერს ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებენ.