ვინ შეცვლის სილვინიოს?

სამი მწვრთნელი, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ლიონს ჩაიბარებს

ბრაზილიელი მწვრთნელი სილვინიო ლიონიდან გაანთავისუფლეს. ფრანგული კლუბი არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაშია და გუნდის მესვეურთა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

 

ამ მომენტისთვის ლიონი უმწვრთნელოდაა და მისი შეფები სილვინიოს შემცვლელს ეძებენ. არსენ ვენგერი, ლორან ბლანი და ტიაგო მოტა ის კანდიდატები არიან, რომელთაგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ფრანგულ კლუბს ჩაიბარებს. გეტყვით იმასაც, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად პსჟ-ს 19 წლამდე გუნდს ხელმძღვანელობს, ვენგერი და ბლანი კი უკლუბოდ არიან.

 

ლიონს ლიგა 1-ში 9 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ფრანგები დიჟონის წინააღმდეგ ჩაატარებენ.