საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელი გამოაკლდა

ისევ ტრავმა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან და შვეიცარიასთან მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯვაროსნებს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდათ. შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში ლაშა დვალიც ვერ დაეხმარება.

 

ვლადიმირ ვაისის შეგირდები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეექვსე ტურში ირლანდიას უმასპინძლებენ, 15 რიცხვში კი შვეიცარიას ესტუმრებიან. ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.