ნოიერს კონკურენტი კლუბშიც გამოუჩნდება

ნოიერს კონკურენტი ბაიერნშიც ეყოლება...

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD- ის ინფორმაციით, შალკეს 23 წლის მეკარე, ალექსანდრ ნიუბელი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელსაც ძალა 2020 წლის ზაფხულში გასდის. საქმე იმაშია, რომ გერმანელს ბაიერნში გადასვლა ძალიან სურს, რეკორდმაისტერს კი კლუბებიდან თავისუფალი აგენტების სტატუსით ფეხბურთელების გადაბირება ძალიან უყვარს, მაგალითისთვის შეგვიძლია ლევანდოვსკის ტრანსფერიც გავიხსენოთ.

 

მიუნხენელთა ძირითადი მეკარე და კაპიტანი, მანუელ ნოიერი ბაიერნის რიგებს სწორედ შალკედან შეუერთდა. ის ახლა 33 წლისაა და ნათქვამი აქვს, რომ კარიერის დასრულება დაბალი დივიზიონის რომელიმე კლუბში სურს, თავდამსხმელის პოზიციაზე...