19–წლამდელები: აბა, მასპინძლებთან ვნახოთ

9, 12 და 15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (2001–წლიანები) ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებს. საქართველო, უნგრეთი, ხორვატია, ყაზახეთი – ასეთი ჯგუფია, რომელსაც უნგრეთი უმასპინძლებს.

ყველა თამაში ქალაქ დიორში გაიმართება - მშვენიერი ოლიმპიური კომპლექსია.  როგორც იცით, ელიტ რაუნდში ორი გუნდი გავა.

 

სწორედ უნგრეთთან შეხვედრით ვიწყებთ. ბერძენი მსაჯები იქნებიან. მთავარი არბიტრი: იოანის პაპადოპულოსი. მასპინძლებს არ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის დონის ფეხბურთელი, თუმცა ჰყავთ ისეთები, უნგრეთის უმაღლეს ლიგაში რომ უწევთ თამაში.

 

ქართველთა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადებიან. სიაზე გვეწერა და გავიმეორებთ.

 

ფლანგელ მცველებში ალტერნატივა არ ჰყავთ რუსთაველ კაპანაძესა და თბილისის დინამოელ აზაროვს. დაცვის ცენტრში გამორჩეულია პრაღის სპარტას 19–წლამდელთა კაპიტანი გელაშვილი. კარგია საბურთალოელი ნონიკაშვილიც, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და საყრდენ ნახევარმცველადაც. 

 

საყრდენებში და საერთოდ, ცებტრალურ ნახევარმცველებში ყველაზე გამოცდილია მექვაბიშვილი, რომელიც ერთი წლით უფროსების ნაკრებშიც გახლდათ. სამი თავდამსხმელიდან აქცენტი ალბათ გულიაშვილზე გაკეთდება – ყველაზე ბევრი გააქვს, საბურთალოს დუბლებში გამორჩეულია. ვნახოთ, ამ ნაკრებში გოლები იაკობიძესა და გაგუსაც აქვთ გატანილი. ბევრია დამოკიდებული კვარაცხელიასა და დავითაშვილზე: იმედია, მოტივაციის პრობლემა არ შეექმნებათ.            

 

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

 

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

 

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

 

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);

 

9 ოქტომბერი

16:00. ხორვატია–ყაზახეთი; 20:00. უნგრეთი – საქართველო

 

12 ოქტომბერი

16:00. საქართველო – ყაზახეთი, 22:00. ხორვატია – უნგრეთი

 

15 ოქტომბერი

22:00. ყაზახეთი–უნგრეთი, 22:00 საქართველო – ხორვატია