ბასილაშვილმა ბენუა პერის მოუგო!

ქართველს, სავარაუდოდ, ATP რეიტინგის მეხუთე ნომერი შეხვდება...

შანხაის 1000-იანი მასტერსის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ATP რეიტინგის 23-ე ნომერს, ბენუა პერის 3 სეტში (6:4; 1:6; 6:1) მოუგო. ჩოგბურთელები ამ მატჩამდე ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, სადაც ფრანგმა 2-ჯერ მოიგო, 1-ხელ კი ქართველმა.

 

1/8 ფინალში ნიკას მეტოქე კარენო-ბუსტასა და დომინიკ ტიმს შორის გამარჯვებული იქნება. ავსტრიელი ჩოგბურთელი ამჟამად ATP რეიტინგის მეხუთე ნომერია...