მარტინესმა ცრემლები ვერ შეიკავა - სად წავა ესპანელი?

გულწრფელი, ალალი ცრემლები...

2012 წელს, ბაიერნმა მარტინესის გადასაყვანად, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ჩაატარა. მაშინ ატლეტიკს ხავის გაშვება არ უნდოდა, მიუნხენებლმა კონტრაქტში ჩადებული ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტით ისარგებლეს და ესპანელი 34 მილიონად გადაიყვანეს.

 

აღსაღნიშნავია, რომ ესპანეთი, წამყვან ჩემპიონატებს შორის, ერთადერთი ქვეყანაა სადაც ყველა ფეხბურთელს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია.

 

ჰაინკესის ხელმძღვანელობით, მარტინესის კარიერა კარგად აეწყო. მან 2013 წელს ტრებლი მოიგო, ბუნდესლიგას ყოველ წელს იგებდა და როგორც გუარდიოლას, ასევე ანჩელოტის ნდობით სარგებლობდა. მან ევროპის სუპერთასის ბოლო წუთზე, ჩელსის გოლი გაუტანა, რითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა და საბოლოოდ ბაიერნმა ეს ტიტული მოიგო. მოვიდა ნიკო კოვაჩი და 31 წლის უნივერსალი ფეხბურთელისთვის ყველაფერი შეიცვალა. ხორვატი სპეციალისტი მას არ ენდობა და სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს. მარტინესი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომით დაკმაყოფილდება ან უსამართლობის გამო დებოშს მოაწყობს, მას შექმნილი სიტუაციის გამო, უბრალოდ, ცრემლები წამოუვიდა. 

 

მარკას ინფორმაციით, ფეხბურთელის დაბრუნებით ბილბაოს ატლეტიკია დაინიტერესებული, ბაიერნი კი ნებისმიერ მსურველთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.

 

javi martinez crying-ის სურათის შედეგი