ბეილი რეალის დატოვებას აპირებს

უელსელი ვარსკვლავი სამეფო გუნდზე განაწყენებულია

ესპანური მედია გარეთ ბეილის შესახებ წერას არ წყვეტს. გავრცელებული ინფორმაციით, უელსელი ზაფხულში რეალის დატოვებას აპირებს. ბოლო ცნობებით, იგი გუნდზე  განაწყენებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბრიუგესთან სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

 

უელსელი ზაფხულში ბლანკოსის დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა როგორც ხედავთ იგი კვლავ რეალშია. არახალია, რომ მისი გაშვების მომხრე თავად ზინედინ ზიდანია, რომელიც ამბობს, რომ ბეილი მის გეგმებში არ შედის.

 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელს რამდენიმე გუნდი ეპატიჟება, მათ შორის ერთ-ერთი ჩინური გახლავთ. ამ სეზონში ბრიტანელმა 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.