სანამ მე–400 გოლი გავა

საქართველოს ჩემპიონატში 30 ტურის 150 მატჩში 399 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 2,66 ერთ შეხვედრაში. 399–დან 66 ლეგიონერებმა გაიტანეს.

ჰეთ–თრიქი მხოლოდ 2 იყო: ლევან კუტალია ( დინამო–საბურთალო 4:2), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო–სიონი 7:0)

 

ყველაზე შედეგიანი მატჩი: ტორპედო –ჩიხურა 5:3

 

სწორედ კუტალია და ბათუმის ბრაზილიელი ფლამარიონი იბრძვიან ბომბარდირობისთვის. ლევანს 17 გოლი აქვს გატანილი, ბრაზილიელს ერთით ნაკლები. მესამე–მეოთხეზე ბუდუ ზივზივაძე (13) და ირაკლი შენგელია (12) არიან, თუმცა ისინი ჩვენს ჩემპიონატში აღარ თამაშობენ. 11 გოლი აქვს ლოკომოტივის ირაკლი სიხარულიძეს, რომელიც შარშანწინ გახდა ელიგის ბომბარდირი.   

 

ფლამარიონის მიღწევაზე. ბოლო 6 მატჩში ზედიზედ გაიტანა, აქედან ერთი დუბლი შეასრულა. ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა სერიას.

 

დილას 35 წლის ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ რეკორდი დაამყარა საქართველოს უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით – 448. აქამდე რეკორდი ალექსანდრე კოშკაძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად ელიგა2–ის თელავშია.  

 

რა საერთო აქვთ ბათუმის დინამოს მეკარე მიხეილ ალავიძესა და თბილისის დინამოს მცველ ვიქტორ მონხილს? მხოლოდ მათ ჩაატარეს 30–ივე მატჩი შეუცვლელად.

 

ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კორიფაძე (ჩიხურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ), გაბრიელ რამოსი (დინამო ბთ), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)  – ისინი ასევე, 30–ივე თამაშში იყვნენ, მაგრამ მათ ცვლიდნენ, ან შეცვლაზე შედიოდნენ.