სებალიოსი: რეალში ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი

სებალიოსი არსენალში თამაშით ბედნიერია

დანი სებალიოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთადაა, რომელიც, სანაკრებო პაუზის დროს, ნორვეგიასა და შვედეთს დაუპირისპირდება. ფეხბურთელმა Marca-ს მცირე ინტერვიუ მისცა

 

„ნაკრების ეს შემადგენლობა კითხვებს არ აჩენს. ნდობის გამო ბედნიერი ვარ. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშოთ. ყოველი თამაშის შემდეგ უკეთესები ვხდებით.

 

რეალი მართლაც კარგი გუნდია. ვიცი, რომ ახლა ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა არსენალში ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. ნათლად ვთქვი, რომ ამ ზაფხულს კლუბის დატოვება მინდოდა. ახლა იქ ვთამაშობ, სადაც მსურს. ფეხბურთის თამაში მინდოდა და აქ დრო მეძლევა, გასული 2 წლის მანძილზე კი ასე არ იყო. სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ხომ ხედავთ, ნაკრებშიც გამომიძახეს...“, - თქვა სებალიოსმა.