მილანიდან ჯამპაოლო გააგდეს - შემცვლელი ცნობილია

იტალიელებმა შემცვლელი მალევე იპოვეს...

მილანის ბოლო დროინდელი უსახური თამაშის გამო, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და მარკო ჯამპაოლო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. შემცვლელად, მათი პირველი ვარიანტი ლუჩანო სპალეტი იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, შემდეგ კი ლაციოსა და ფიორენტინას ყოფილ მწვრთნელს, სტეფანო პიოლის დაუკავშირდნენ.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, იტალიელ მწვრთნელს 2 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და ამ დროში ის 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.  

 

Il Milan ha scelto Pioli: incontro ok, oggi la firma